'ლამაზმანები კლივლენდში' არის ამერიკული სიტკომის ჟანრის კომედია და ჩაწერილია აუდიტორიის თანდასწრებით.
სამი მოსაწყენი მეგობარი, რომელიც ლოს-ანჯელესიდან პარიზში მიფრინავს, ავარიული დაშვების შედეგად ამერიკის ქალაქ კლივლენდში მოხვდება. ისინი შევლენ ერთ-ერთ ბარში, სადაც მამაკაცების ყურადღებას მიიპყრობენ. ამის შემდეგ გადაწყვეტენ ქალაქში დარჩენას და იქირავებენ სახლს, რომელსაც თავისი ზედამხედველი მოჰყვება - ელკა ოსტროვსკი, ფიცხი და თავისებური ხასიათის, ენამწარე მოხუცი ქალი.