სოუეტო - ღარიბი დასახლებაა იოჰანესბურგის მახლობლად... აქ მცხოვრებთა ერთადერთი მიზანია - გადარჩნენ ნებისმიერ ფასად! ცოცი - ქუჩური ბანდის ახალგაზრდა და დაუნდობელი მეთაურია. ერთ-ერთ დღეს, როდესაც მანქანას გაიტაცებს, აღმოაჩენს, რომ მარტოა პირისპირ, ჩვილ ბავშვთან, რომელიც შემთხვევით მანქანის უკანა სკამზე აღმოჩნდა... ამ დღიდან მასში იწყება შინაგანი ბრძოლა, სისასტიკესა და სიყვარულს შორის ...