რუმინული კომუნიზმი სულს ღაფავს, მაგრამ ხალხი ჯერ კიდევ ცოცხალია. ექვსი, ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი ისტორია - კომიკური, უცნაური და პირქუში: ქუჩებში ნახევრად მინჯღრეული ”დაკიები” დადიან, ხალხი სახლში ეზიდება ყველაფერს რაც ცუდად დევს, პარტია აბსურდულ ბრძანებებს იძლევა, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა, მოქალაქეები დღითიდღე ბეჩავდება, მაგრამ ყველას აქვს გაუნადგურებელი ოცნება - უყვარდეს და უყვარდეთ.