ნობელის პრემიით დაჯილდოვებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო სადილის დროს, კრიმინალური ქრონიკის რეპორტიორი ანიკა ბენგცტონი, ერთ-ერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკის მკვლელობის უნებლიე მოწმე ხდება. პოლიცია მას საქმის დეტალების გამჟღავნებას უკრძალავს, მაგრამ სულით და ხორცით რეპორტიორისთვის ძნელია ჟურნალისტურ მოწოდებასთან გამკლავება. ანიკა დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს...(V)