მოკლე შინაარსი:
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კრუელა დევილი, კვლავ პატარა დალმატინელი ლეკვების ხელში ჩაგდებას ცდილობს. მათი უეცარი გაუჩინარების გამო, ეჭვი, რა თქმა უნდა, კრუელაზეა. ამ საქმეს უცნაური ჯგუფი იძიებს: პოლიციელი ქალი - ხლო, ძაღლების თავშესაფარის მფლობელი - კევინი, ულაქებო დალმატინელი და "დარტყმული" თუთიყუში, რომელსაც თავი ძაღლი ჰგონია!