მთავარი გმირი, ახალგაზრდა, გულუბრყვილო ვინსი შემთხვევით მიაგნებს იოლად გამდიდრების წყაროს. მთავარია ზუსტად მიყვე იმ ინსტრუქციას, რომელიც ზოლიან კონვერტში ფოსტით მოვა. მას შემდეგ რაც ფოსტის სავარაუდო ადრესატი გულის შეტევით კვდება, ბიჭი გადაწყვეტილებას იღებს, მიჰყვეს ავანტიურას. ის თავს გარდაცვლილ ადრესატად ასაღებს, თუმცა წარმოდგენაც არა აქვს იმაზე, თუ რა სასიკვდილო თამაშში ებმება. ფილმის გმირი ხვდება რუსული რულეტკის იატაკქვეშა ტოტალიზატორში. იგი იძულებულია სასხლეტს ხელი გამოკრას და ცამეტი კაციდან მხოლოდ 3 რჩება...