მთავარი გვერდი
ქართული კლავიატურა

გამოიწერე სიახლეები
 
ჟანრები
ჩვენი გამოკითხვა
რა ან ვინ გადაარჩენს საქართველოს?

მიმდინარე გამოკითხვის შედეგები შედეგები
ყველა გამოკითხვის არქივი არქივი
სულ უპასუხა: 544
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
რეკლამა
ჩვენი მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
web site analyser //-->

კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-10-06
RSS კატეგორია
Knocked Up / ცოტათი ორსულად
ბენ სთოუნი - ერთი უამბიციო ბიჭია, რომელმაც შემთხვევით აიხდინა თავისი დიდი ხნის ფანტაზია - ღამე გაატარა უმშვენიერეს ოცნების გოგონასთან. მოულოდნელად სასიამოვნო ეპიზოდის შედეგად გოგონა აღმოჩნდა... "ცოტათი ფეხმძიმედ"...
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-10-06
RSS კატეგორია
ამანდა / Amanda
წარამტებული ბიზნესმენი შეხვდება თავისი ოცნების ქალს, მხოლოდ იმიტომ რომ აღმოაჩინოს, თუ რას მალავს ეს ქალი თავისი ბნელი წარსულიდან....
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-10-02
RSS კატეგორია
ქარწაღებულნი / Gone with the Wind
ფილმი დაფუძნებულია მარგარეტ მიტჩელის პულიცერის პრემიის მფლობელ ბესტსელერ რომანზე "ქარწაღებულნი".
სკარლეტ ო'ჰარა ნამდვილი დრამის დედოფალია - მას შეუძლია შექმნას ალიაქოთი სრულიად არაფრის გამო და გააპროტესტოს ის რაც მისთვის მიუღებელია. ის თავის ოჯახთან ერთად ჯორჯიის შტატში, ტარას პლანტაციების მახლობლად ცხოვრობს, რომელიც მათ ეკუთვნით. სკარლეტი არის ლამაზი, სიცოცხლით სავსე და ამავდროულად ჯიუტი ახალგაზრდა გოგონა. მას თავდავიწყებით უყვარს მამაკაცი სახელად ეშლი, რომელიც აპირებს სხვა ქალზე - მელანიზე დაქორწინებას. იმ წვეულებაზე, რომელიც ეშლის უზარმაზარ სახლში იმართება, სკარლეტი მას სიყვარულში გამოუტყდება, მაგრამ საპასუხოდ იგივეს ვერ მიიღებს. მან არ იცის რომ ამ საუბარს შემთხვევით ერთი ადამიანი - რეტ ბატლერი უსმენს. სწორედ ამ დროს შეხვდება სკარლეტი პირველად იმ მამაკაცს, რომელსაც სრულიად არასიმპათიურად მიიჩნევს და რომელიც მისი ცხოვრების მომავალია. წვეულების დღე არის დღე, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო. ეშლისაგან იმედგაცრუებული სკარლეტი გადაწყვეტს სპონტანურად დათანხმდეს ცოლობაზე ერთ-ერთ ახალგაზრდას... ომი, გლოვა, სიღატაკის წლები, განადგურებული ქალაქები, ქორწინებები, კვლავ სიმდიდრე, ოჯახი, ტრაგედია... ფილმი მიჰყვება სკარლეტის ცხოვრებას წლების განმავლობაში, იმ მომენტიდან, როცა ის ეგოისტურად და გულუბრყვილოდ იქცეოდა - იმ მომენტამდე, როცა ის გაიგებს წარმავალი ცხოვრების ნამდვილ გემოს, მაგრამ ამ დროისათვის უამრავი რამ უკან დარჩება და ბევრი შეცდომის გამოსწორება გვიან იქნება...
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-09-27
RSS კატეგორია
Girl With a Pearl Earring | გოგონა მარგალიტის საყურით (ქართულად)
გამოჩენილი ჰოლანდიელი მხატვრის იოჰანეს ვერმერის ყველაზე ცნობილი და იდუმალი ნახატის "გოგონა მარგალიტის საყურით" შექმნის ისტორია. ფილმი გადაღებულია თრეისი შევალეს რომანის მიხედვით, რომელიც თავის დროზე ბესტსელერი გახდა და 16 წლის ჰოლანდიელი გოგონას სახელად გრიეტის ამბავს გვიყვება, რომელიც სამუშაოდ ცნობილი მხატვარის სახლში მოახლედ მოეწყობა და მხატვრის მუზა გახდება...
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-09-21
RSS კატეგორია
მოკლე შეხვედრა / Brief Encounter
რკინიგზის სადგურის ერთ-ერთ პატარა კაფეში ლორა ჯესონი შემთხვევით ექიმ ალეკ ჰარვის ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ლორა უკვე გათხოვილია მათ თანდათანობით უყვარდებათ ერთმანეთი. ისინი ხუთშაბათობით ხვდებიან ამ კაფეში, თუმცა იციან, რომ მათი სიყვარული შეუძლებელია...
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-09-20
RSS კატეგორია
ქარიშხლის უღელტეხილი / Wuthering Heights
ფილმი დაფუძნებულია ემილი ბრონტეს ამავე სახელწოდების მქონე ცნობილ რომანზე, რომელმაც მაშინდელ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ჰიტკლიფი ბავშვი იყო როდესაც ერთმა მდიდარმა კაცმა იშვილა. მას სურდა, რომ მის ორ შვილს ოჯახის ახალი წევრი ძმასავით მიეღოთ, მაგრამ ვაჟიშვილმა ის აითვალწუნა და მამის სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად საჯინიბოში გაგზავნა, ხოლო ქალიშვილს - კეტის კი თავდავიწყებით შეუყვარდა, თუმცა დგება დრო, როდესაც ის სხვა მამაკაცზე დაქორწინების გადაწყვეტილებას იღებს, ამის შემდეგ ჰიტკლიფი სამი წლით გაუჩინარდება და უკან მდიდარი და სრულიად შეცვლილი დაბრუნდება. ის აღარ არის გულუბრყვილო ბიჭი, მის გულში სისასტიკემ და გულგრილობამ დაისადგურა, თუმცა ერთადერთი გრძნობა უცვლელი დარჩა - კეტის სიყვარული.
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-09-19
RSS კატეგორია
ახალდაქორწინებულები / Just Married
ბედნიერი ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვეს ევროპაში ატარებს, მაგრამ ერთობლივი ცხოვრება არც ისე იოლი აღმოჩნდა. მათ თავი უნდა გაართვან სირთულეებს და შეძლონ საკუთარი სიყვარულის გადარჩენა.
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-09-17
RSS კატეგორია
Uptown Girls | ქალაქელი გოგონები (ქართულად)
მოლი განისათვის ნიუ-იორკის ელიტარული ცხოვრების გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. მისი ცხოვრება გართობათა ჯაჭვია. მაგრამ გართობა და დროსტარება მთავრდება , როცა მის მემკვიდრეობას ითვისებს მისივე ბუღალტერი. ეხლა მას მოუწევს სამუშაოს შოვნა, რომელიც ცხოვრებაში არ გაუკეთებია. მოლის მეოგობრები უშოვიან ძიძის ადგილს ერთ-ერთი ჭარმატებული ბიზნესმენის სახლში...
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-09-14
RSS კატეგორია
The Twilight Saga Eclipse / ბინდი საგა დაბნელება
სიეტლში საიდუმლო მკვლელობები ხდება. შურისძიების წყურვილით გაბრუებული ვამპირი აგრძელებს ბელას ძებნას, რომელიც კვლავ აღმოჩნდა სასიკვდილო ხიფათში. ამის გარდა, მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ბელა იძულებულია არჩევანი გააკეთოს ედვარდის სიყვარულის და ჯეიკობის მეგობრობის შორის... მან იცის რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ომი ვამპირების და მაქციების შორის...
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2010-09-07
RSS კატეგორია
შეშლილობა / Possession
ორი მეცნიერის ისტორია, რომლებმაც იციან, რომ რენდოლფ ეშს, ვიქტორიანული ეპოქის პოეტს ჰქონდა უკანონო კავშირი სხვა ნაკლებად ცნობილ პოეტესასთან. მეცნიერები იწყებენ წარსულიდან რომანის გამოძიებას, შეყვარებულების სასიყვარულო წერილებს კითხულობენ, იმისათვის რომ შეაგროვონ ნამსხვრევებიდან სრული სურათი და მალევე მიხვდებიან, რომ თვითონაც არ შეუძლიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება... ფილმი დაფუძნებულია 1990 წლის ა.ს. ბაიტის რომანზე . ამ წიგნმა მიიღო უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო ბრიტანეთში.
 
წაიკითხე სიახლე სრულად


« 1 2 3 4 ... 10 11 »
© Designed and developed by Beqa Mamukashvili.
(საავტორო უფლებების დარღვევა და სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით)
საიტს მართავს სისტემა uCoz
რეკლამა საიტზე
საიტს მართავს სისტემა uCoz -->