გამოჩენილი ჰოლანდიელი მხატვრის იოჰანეს ვერმერის ყველაზე ცნობილი და იდუმალი ნახატის "გოგონა მარგალიტის საყურით" შექმნის ისტორია. ფილმი გადაღებულია თრეისი შევალეს რომანის მიხედვით, რომელიც თავის დროზე ბესტსელერი გახდა და 16 წლის ჰოლანდიელი გოგონას სახელად გრიეტის ამბავს გვიყვება, რომელიც სამუშაოდ ცნობილი მხატვარის სახლში მოახლედ მოეწყობა და მხატვრის მუზა გახდება...