როდესაც ტოკიოს გუბერნატორს სასტიკად მოკლავენ, მის ცოლისდას კი გაიტაცებენ, ხალხი რა თქმა უნდა მხოლოდ ერთ ძალაზე ეჭვობს, რომელსაც ასეთ თავხედური დანაშაულის ჩადენა შეუძლია – იაკუძაზე, ლეგენდარული იაპონიის მაფიაზე. სამურაების სასტიკი კანონებით მცხოვრებ ამ ბანდიტებს არ ეშინიათ არაფრის და არავის, და ნებისმიერს, ვინც მათ გზაზე გადაეღობება ელის ჩქარი და საშინელი სიკვდილი. იაკუძა გამოიწვიო – თვითმკვლელობის ტოლფასია, მაგრამ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მზადაა გარისკოს – ცენტრალური ბიუროს აგენტი ტრევის ჰანტერი. და ის აპირებს სიმართლე გაიგოს, ნებისმიერ ფასად... თუმცა მასაც არ წარმოედგინა, რამდენად შოკის მომგვრელ სიმართლეს გაიგებდა თავისი სახიფათო მისიის შემდეგ...