16 წლის უბერი ცდილობს დაიცვას თავისი თავისუფლება და ღირსების გრძნობა დედის წინაშე, რომელიც როგორც უყვარს, ისე - სძულს. დედას იგი უყვარს, მაგრამ გრძნობებს ვერ აჩვენებს შვილს, თან გადაღლილია მუშაობით და გატანჯულია მარტოობით მას შემდეგ, რაც ქმარმა ოჯახი მიატოვა. უბერს, რომელიც ნიჭიერი მხატვარია ყველაფერი აღიზიანებს დედაში: უგემოვნო სამოსი, კვების და საუბრის მანერა. მეგობრები, პირველი სექსუალური გამოცდილება, მარტოობა, მოზარდის მიერ თავისი ადგილის პოვნა ცხოვრებაში - ყველაფერი დედის ყურადღების გარეშე რჩება.