მთავარი გვერდი
ქართული კლავიატურა

გამოიწერე სიახლეები
 
ჟანრები
ჩვენი გამოკითხვა
რა ან ვინ გადაარჩენს საქართველოს?

მიმდინარე გამოკითხვის შედეგები შედეგები
ყველა გამოკითხვის არქივი არქივი
სულ უპასუხა: 544
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
რეკლამა
ჩვენი მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
web site analyser //-->

კატეგორია:
დაამატა: სტუმარი
Комментарии: (0)
დამატების დრო: 2024-04-26
RSS კატეგორია
BBC-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალრეიტინგული მინი-სერიალი, რომელიც დაფუძნებულია ბრიტანელი მწერლის - ელიზაბეტ გასკელის ნოველებზე: "კრენფორდი", "ჩემი ლედი ლუდლოუ" და "მისტერ ჰარისონის აღსარებები".
მოქმედება 1840-იანი წლების პირველ ნახევარში, გამოგონილ ქალაქ კრენფორდში ხდება, რომელიც ჩეშარის საგრაფოში, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში მდებარეობს. ამბავი ძირითადად ქალაქის მკვიდრი საშუალო კლასის მარტოხელა და დაქვრივებული ქალბატონების გარშემო ვითარდება, რომლებიც კმაყოფილნი არიან თავიანთი ტრადიციული ცხოვრების წესით, დიდ ყურადღებას აქცევენ აკურატულობას და ინარჩუნებენ არისტოკრატიულ ჩვევებს. დები ჯენკინსები ერთ-ერთი პატივსაცემი ხალხია კრენფორდში, მათ ბევრი მეზობელი, ნაცნობი და მეგობარი ჰყავთ, რომლებიც ხშირად ლხინსა თუ გასაჭირში ერთად იკრიბებიან და ერთმანეთს ეხმარებიან. მის მეტი ჯენკინსი კეთილი, გაუთხოვარი ქალბატონია, რომელსაც ოდესღაც ერთი მამაკაცი ძლიერ უყვარდა, თუმცა ისინი ვერ დაქორწინდნენ. ხოლო მეტის და - მის დებორა ჯენკინსი ძლიერ ტრადიციული და კონსერვატორული ქალია, რომელსაც ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, თუმცა ხანდახან დგება მომენტი, როდესაც წესებს არღვევს, რათა გააკეთოს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია. ქალაქში ერთი ახალგაზრდა ექიმია, რომელიც ბევრი ქალბატონის რომანტიკული სამიზნეა, თუმცა მისი გული მხოლოდ სოფი ჰატონს ეკუთვნის. ჰარი გრეგსონი კი პატარა ბიჭია, რომელიც ღარიბ ოჯახში იზრდება და ხშირად საკვებს იპარავს, მაგრამ სურს რომ წერა-კითხვა ისწავლოს. ქალაქში ხშირადაა როგორც კურიოზული და სასაცილო ამბები, ასევე სევდიანი ისტორიები და მოულოდნელობები, რომლებიც კრენფორდელ ქალბატონებსა და მამაკაცებს მუდამ თან ზდევთ...











© Designed and developed by Beqa Mamukashvili.
(საავტორო უფლებების დარღვევა და სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით)
საიტს მართავს სისტემა uCoz
რეკლამა საიტზე
საიტს მართავს სისტემა uCoz -->