ფილმი მოგვითხრობს სამყაროსავით ძველ ისტორიას. ტანის დინასტიის დროინდელი (7-10 სს. ჩვენს ერამდე) ძველი ჩინური ლეგენდა, რომელსაც ხშირად ჩინურ ”რომეო და ჯულიეტას” უწოდებენ. ოჯახში მეცხრე ბავშვი ჩჟუ ინ ტაი, მამაკაცად გადაცმული სწავლობს ლიან შან ბოსთან ერთად კუაცზიში. შემდეგ ისინი სახლებში ბრუნდებიან და 2 წლის შემდეგ ლიან შან ბო მას სტუმრობს. იგი გაოცებული აღმოაჩენს, რომ ინ ტაი - ქალია. ვაჟი მის ხელს მამას სთხოვს, მაგრამ ის უარს ეუბნება, რადგან ინ ტაი უკვე სხვაზეა დანიშნული...