მალუ მდიდარი მშობლების შვილია. დედამისს არ მოსწონს, რომ მისი გოგონა ღარიბებთან მეგობრობს. მალუს მეგობარ ჯორჯიტოს კი მშვენიერი მეგობრის დაკარგვა არ უნდა. როდესაც ბავშვები შეიტყობენ , რომ მალუს დედას სამუდამოდ უნდა კუბიდან წასვლა და გოგონაც თან მიჰყავს, ბავშვები სახლიდან გარბიან... მათი გზა მალუს მამისკენ მიდის... მალუს სამშობლოს და ჯორჯიტოს დატოვება არ უნდა. ბავშვების მოგზაურობა რთული და საშიშია, მაგრამ ეს ერთადერთი შანსია მათი მეგობრობის შესანარჩუნებლად... მაგრამ შეუძლიათ კი ყოველდღიური პრობლემებით დამძიმებულ მშობლებს გაუგონ შვილებს გულისტკივილი? ფილმი დაჯილდოვებულია ოსკარით, როგორც 2006 წლის საუკეთესო უცხოური ფილმი.