ისინი მეგობრები არიან, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულები. ერთი სამაგალითო მეოჯახეა, რომელსაც არც ისე ბევრი ფული აქვს. მეორე კი ფულიანი და უცოლოა. მეგობრები პოლიციაში მუშაობენ და ახალ დავალებას იღებენ. მათ უნდა დაიჭირონ დამნაშავე, რომელმაც ნარკოტიკები მოიპარა საიდუმლო საწყობიდან და ასევე გადაარჩინონ გოგონა , რომელიც შემთხვევით ამ ბოროტმოქმედის გზაზე აღმოჩნდა. ამისათვის კი მათ ადგილების გაცვლა მოუწევთ...