აშშ-ს აღმოსავლეთის სოფლის უსაშინლესი ყოფა. აპალაჩის მთებში, არყის მხდელთა სამოთხეში, დასავლეთ ვირჯინიაში ცხოვრობს ძ§ელად აღსაზრდელი მოზარდი ჯესკო უაიტი. იგი ბენზინსა და სანთებელების სითხეს ყნოსავს. მისი მამა, რომელიც ბანჯოს აკომპანიმენტით ცეკვავს, რეგულარულად აგზავნის ბავშვს გამოსასწორებელ კოლონიაში. მაგრამ იქაც მხოლოდ თავხედი თანამოსაკნეების სახეების სამართებლით ჭრას სწავლობს. სისხლი, ჭუჭყი, მრისხანება და ცემა - ასეთია ჯესკოს ახალგაზრდობის მუდმივი რეფრენი.