როდესაც ცას უყურებთ, მრავალ მოციმციმე წერტილს ხედავთ. ყოველი ეს წერტილი, შეიძლება მთელი გალაქტიკა აღმოჩნდეს. ფილმი ლამაზად მოგვითხრობს სამყაროს გრანდიოზული გამოცანების შესახებ: ახალი ვარსკვლავის დაბადების და მთელი ვარკვლავთა სისტემების დაღუპვის, ცისფერი გიგანტების და წითელი ჯუჯების, ჩვენი მზის სისტემის და ისტორიის შესახებ... თქვენ თვალსაჩინოდ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად უსასრულო და საკვირველია სამყარო...