690 წელი ჩ.წ., დინასტია ტანი. ლოიანის დედაქალაქში გიგანტურ ბუდისტურ ნაგებობას აგებენ სადაც პირველ ჩინელ იმპერატორ ქალს უნდა დაადგან გვირგვინი. თუმცა ქალაქში უცნაური მოვლენები ხდება, რაც ზეიმს ჩაშლით ემუქრება. და მას შემდეგ რაც რამდენიმე ადამიანი სახალხოდ იწვავს თავს, იმპერატორი გადაწყვეტს გამოძიება დაიწყოს, რისთვისაც უმაღლეს მსაჯულად დი ჟენცზეს ნიშნავს - ადამიანს, რომელიც თვითონვე 7 წლის წინ ციხეში ჩასვა რეჟიმთან უთანხმოების ბრალდებით. (დი უკმაყოფილო იმით იყო, რომ გარდაცვლილი იმპერატორის ადგილი მისმა ცოლმა დაიკავა).