ფილმის დასწყისში პოლ ვიტი, მაფიის ნათლი მამა, ციხეში ზის. მის ფსიქიკას ექიმის დახმარება სჭირდება და მის საშველად ფსიქოანალიტიკოსი ექიმი ბენ სობელი მოვა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფსიქოანალიტიკოსი ახლა თვით სობელს სჭირდება - მამის გარდაცვალების შემდეგ მის ზურგს საოჯახო ბიზნესი დააწვა და ის საშინელ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება..
