მოვლენების ცენტრში 15 წლის ეიფრილია, რომელიც მთლიანად ეფლობა ლოს-ანჟელესის ცხოვრებაში. ის გაიცნობს ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვანაირად ცდილობენ დაიმკვიდრონ თავისი ადგილი მზის ქვეშ და აიხდინონ ოცნებები. ამ ქსელის ცენტრშია ”შავი ქვრივი” - სექსუალური ბიზნეს ლედი სახელად სალი. ვინც მას მიუახლოვდება, მისი გარყვნილი გატაცებების მსხვერპლი ხდება. ზოგისთვის ეს უსიამოვნებაა, ზოგისთვის კი ნამდვილი კატასტროფა... მაგრამ ეს მხოლოდ ერთი დღეა მათი ცხოვრებიდან...