ოპერის ორკესტრის თანამშრომელი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია - უამრავ ადამიანს იცნობს, მუდამ სადღაც მიიჩქარის, ვიღაცას რაღაცას ჰპირდება, სურს ყველას ასიამოვნოს - ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას. გიას სიკვდილიც ისეთივე უაზროა, როგორც მის მიერ დახარჯული ყოველი წუთი.