მოჩვენება სახელად ჰუბუ უკვე 500 წელია ბურგეკის ციხესიმაგრეში ბინადრობს და კანონიერად ცდილობს ყველა შეაშინოს. ის ხომ შთამომავლობითი მოჩვენებაა, რაც ნამდვილი, ბეჭდიანი ლიცენზიით არის დადასტურებული! მაგრამ არც ეს ლიცენზია შველის, რომ იყოს ჭეშმარიტად საშიში. ამის გამო მას ციხესიმაგრის მეპატრონესთან პრობლემები აქვს...