ბად დევისის სამსახური ქანცგაწყვეტამდე მუშაობაა. ერთხელაც ის გადაწყვეტს თავისი სამუშაო ჩაფხუტი კოვბოის ქუდზე გაცვალოს და ჰიუსტონის ყველაზე პოპულარულ ღამის კლუბში მიემგზავრება, სადაც მას ახალი ამპლუა ელოდება. აქ ის ერთ მომხიბვლელ გოგონას, სახელად სისის გაიცნობს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბადი "ნამდვილი კოვბოია".