ხელმოცარულები - ცსს-ს სპეც.დანიშნულების რაზმია ჩრდილოვანი ოპერაციებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს, ისინი შემთხვევით წააწყდებიან ორგანიზაციის რაღაც არასასიამოვნო საიდუმლოს. ორგანიზაცია გადაწყვეტს მათ თავიდან მოშორებას, მაგრამ ხელმოცარულები ხაფანგიდან თავს დააღწევენ და გადაწყვეტენ შური იძიონ. მათი მიზანია - იდუმალი აგენტი მაქსი, რომელიც ყველა ბინძური საქმის უკან დგას.