სალი 16 წლისაა და ძალიან ლამაზია. ის სუსტია ლიტერატურაში, ენებში და მუსიკაში, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგად ესმის ბიზნესის საქმე, ცხენის ჭენება და მიზანში სროლა. როდესაც მამამისი უცნაურ გარემოებაში იღუპება, სალი მარტო რჩება ლონდონის წყვდიადში. მას ვერ წარმოუდგენია, რომ ხიფათი ელის. ყველაფრის მიზეზი კი, საიდუმლოა, რომელსაც ლალის თვალი ინახავს...(V)