ჩუ იონსუს, რომელიც ღრმად მორწმუნე ღვთისმსახურია, ხუთი წლის გოგონას გასტაცებენ. ჩაშლილი გამოსასყიდისა და წლობის ძიების შემდეგ პოლიცია საქმეს ხურავს ისე, რომ ბავშვს მღვდელსა და მის ცოლს ვერ უბრუნებს. მშობლები, ორივე თავისებურად ცდილობენ გადაიტანონ ტრაგედია - გოგონას დედა ისევ ეჭიდება ჩაუმქრალ იმედს და აგრძელებს ძებნას, იონსუ კი იმედს კარგავს, რწმენას უარყობფს და ცდილობს წარსული ცხოვრების მოგონებებს თავი დააღწიოს. მაგრამ ხანგრძლივი 8 წლის შემდეგ ისევ გაისმის ზარი გამტაცებლისგან…