რევოლუციურად განწყობილი გამძვინვარებული ბრბოსგან გამოქცეული ერთ-ერთი პატარა სახელმწიფოს მეფე ნიუ-იორკში ჩამოდის, სადაც ამ ცხოვრებისეულ ყველა ”სიამოვნებას” გამოცდის... ეს არის ჩარლი ჩაპლინის ბოლოს წინა ფილმი, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გადაიღო. ფილმში პატარა კომუნისტ რუპერტ მაკაბის როლს ჩარლის 10 წლის შვილი - მაიკლი ასრულებს.