ესტრელა კუევასი მსახიობის კარიერაზე ოცნებობს. ტელერეჟისორი ოსკარ ბასკესი კი, რომელიც ახალ ტალანტებს ეძებს, მისი რეზიუმესა და ფოტოების გადახედვას თანხმდება. ვიქტორი ბილეთების გამყიდველად მუშაობს. მისი მზრუნველი დედა, რომელიც შვილის კარგ სამსახურზე ოცნებობს, სთხოვს ვიქტორს, მისი რეზიუმე ტელევიზიაში ადმინისტრატორის ვაკანსიაზე გააგზავნოს. იქ კი საბუთები ერთმანეთში ირევა და ესტრელა და ვიქტორი თავდაპირველად თოქ-შოუს "უთხარი სიყვარულს დიახ" წევრები, შემდეგ კი გამარჯვებულები ხდებიან...