ფილმი ოთხი ნოველისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან სხვადასხვა ხასიათის სასიყვარულო ურთიერთობებით არის დაკავშირებული. პირველ ნოველაში ნიკოლა, რომელიც ავტოკატასტროფის შემდეგ პარალიზებულია, საკუთარ ფიზიოთერაპევტზეა შეყვარებული. მეორეში, ახალგაზრდა წყვილი ფრანკო და მანუელა, რომელთაც არ ჰყავთ შვილი ბარსელონაში ხელოვნური განაყოფიერების გასაკეთებლად მიდიან. მესამე ნოველაში ორი გეი - ფილიპო და ფოსკო, დაქორწინებას გადაწყვეტენ. მეოთხეში კი, ერნესტოს - რესტორნის ცოლიან თანამშრომელს, ურთიერთობა აქვს სამზარეულოში მომუშავე ახალგაზრდა, ესპანელ გოგონასთან - ჩიჩილიასთან.