მეათე სეზონი იწყება მეცხრე სეზონის დამთავრებიდან რამდენიმე წამის შემდეგ. კლარკ კენტი გონს მოვიდა სიკვდილის ზღვარზე ყოფნის შემდეგ, რომლის დროსა წარსულის აჩრდილები - მეგობრები და მტრები მოსდევდნენ. სიცოცხლის გაგრძელების ახალი შანსის მიღების შემდეგ კლარმა უნდა იპოვოს ხერხი ყველანაირი ცდუნების გასაძლებად, უნდა გათავისუფლდეს გულში ყველანაირი ეჭვისგან, თუ სურს ის შუქურა გახდეს, რომელიც სამყაროს სჭირდება. მაგრამ კლარკის წარსულიდან ბრუნდება ნამდვილი საფრთხე, რომელიც მისი აღმასვლის შემაფერხებელი შეიძლება გახდეს და იგი დააეჭვოს თავისი გზის სისწორეში