70-იანი წლები, ამერიკის პროვინციის ერთ-ერთი პატარა ქალაქი. ლისბონების ოჯახში 5 მოზარდი ქალიშვილია. მას შემდეგ რაც 13 წლის სესილია სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ოჯახი საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა. გასნსაკუთრებით მეზობელი მოზარდი ბიჭები არიან დაინტერესებულნი თანატოლი გოგონების ცხოვრებით და მათ ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ. მშობლები ცდილობენ გოგონები დაიცვან ცნობისმოყვარეებისაგან და თანდათანობით უკრძალავენ მათ გარე სამყაროსთან ურთიერთობას, რაც საბოლოოდ გარდაუვალი ტრაგედიის მიზეზია...