ფილმი ეძღვნება თეატრისა და კინოს ინსტიტუტს, სადაც გაიზარდა საქართველოს ფაქტობრივად ყველა თეატრალი და ამჟამად მოღვაწე კინემატოგრაფისტების უმეტესობა. ფილმში ნაჩვენებია ინსტიტუტის შექმნის ისტორია მუნჯი კინოს ესთეტიკით, აგრეთვე სასწავლო პროცესი. ფილმი არის საფრანგეთის ბიარიცის საერთაშორისო სატელევიზიო ფილმების ფესტივალის მონაწილე და მ. თუმანიშვილის სახელობის ფესტივალის "საჩუქარის" მონაწილე.