მსოფლიოში ორი მოსახელე ერთნაირი გოგონაა. პოლონეთში ვერონიკა ცხოვრობს, რომელსაც ზღაპრული ხმა აქვს და სასცენო კარიერისთვის ემზადება. საფრანგეთში კი – მეორე ვერონიკა, რომელიც აგრეთვე სიმღერაზე ოცნებობს, მაგრამ სიყვარულის მორევში ეშვება. მათ თითქოს რაღაც უხილავი აერთიანებთ: როდესაც ერთის ცხოვრება სრულდება, მეორე აგრძელებს...