მომღერალი სახელად ვიქტორია 30–იანი წლების პარიზის ბრწინვალე ვარსკვლავია. მისი ძლიერი და დამატყვევებელი სოპრანო მსმენელს გულგრილს არასოდეს ტოვებს. თუმცა, ნიჭიერ მომღერალს ღამის კლუბში მუშაობაზე ადმინისტრაცია უარს ეუბნება, იმ მიზეზით, რომ მას ცოტა მოსაწყენი იმიჯი აქვს. ვიქტორია გამოსავალს პოულობს – მამაკაცის ტანისამოსს ირგებს და ვიქტორის სახელით ახალი სასცენო იმიჯით გამოჩნდება ღამის კლუბში. პრობლემები კი სწორედ ახლა იწყება.