ორი ბავშვობის მეგობარი მილიციის ერთ განყოფილებაში მუშაობს. სერგეი გლუხარევი გამომძიებელია, დენის ანტოშინი – ოპერატიული მუშაკი. საღამო, რომელსაც ისინი მეგობრებთან ერთად რესტორანში ატარებენ, საშინელი სურპრიზით მთავრდება. ერთ-ერთ დამსწრესთან შემთხვევითი კამათი, რომელსაც მოგვიანებით მკვდარს ნახულობენ, გლუხარევის და ანტოშინის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. მეგობრებზე, როგორც საშიშ დამნაშავეებზე, ძებნა ცხადდება. ახლა მათზე არამარტო ყოფილი კოლეგები, არამედ პროფესიონალი დაქირავებული ადამიანიც ნადირობს.