მარტინი – ახალგაზრდა ჯაზის მუსიკოსია, იდეალისტი რთული ხასიათით, რომელიც არაა მიჩვეული კომპრომისზე წასვლას. როდესაც ის გაიგებს, რომ კრისტინას – მთელი მისი ცხოვრების სიყვარულს – უყვარს მხოლოდ მისი მუსიკალური ნიჭი, ის გადაწყვეტს წარსულის დავიწყებას, და შედეგად აღმოჩნდება ქუჩაში. უსახლკაროების შორის, ის ხშირად ხედავს არც ისე ახალგაზრდა ქალს, რომელიც მას არადრინალურ პიროვნებად ეჩვენება. ქალი კვდება, და მარტინის ხელში აღმოჩნდება მსი დღიური და ლექსები. დაეხმარება თუ არა ეს ლექსები მის უკან დაბრუნებას: კრისტინასთან, მუსიკასთან და საკუთარ თავთან?