ესაა ისტორია მამაცი ჭაბუკის, მარკუსის შესახებ, რომელმაც ბავშვობიდან იცოდა რა იყო მისი დანიშნულება. მისი ოჯახი იმ ხალხს წარმოადგენდა, ვინც უხსოვარი დროიდან დატყვევებული ჰყავდა ბოროტ მეფე ლეპაჩს, რომლის სასახლეს არასდროს ენახა სინათლე, ხოლო მფლობელმა, როგორც ამბობდნენ სული ეშმაკს მიყიდა. და აქამომდე არავის შეეძლო ბოროტის უძლიერესი არმიის დამარცხება, რომელსაც ბნელი ძალები მფარველობდნენ. ბავშვობაში მაგნუსი ესწრებოდა იმ ადამიანის სიკვდილით დასჯას, რომელიც აჯანყებულთა პირველი წინამძღოლი გახდა. სიკვდილის წინ მსჯავრდებულმა ბავშვს მისი დანიშნულება გაუმხილა: გადაერჩინა თავისი ხალხი მონობას და ეჩვენებინა დალოცვილი მიწა, რომელსაც პრომეთეა ერქვა.