მთავარი გვერდი
ქართული კლავიატურა

გამოიწერე სიახლეები
 
ჟანრები
ჩვენი გამოკითხვა
რა ან ვინ გადაარჩენს საქართველოს?

მიმდინარე გამოკითხვის შედეგები შედეგები
ყველა გამოკითხვის არქივი არქივი
სულ უპასუხა: 544
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
რეკლამა
ჩვენი მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
web site analyser //-->

კატეგორია:
დაამატა: სტუმარი
Комментарии: (0)
დამატების დრო: 2024-04-26
RSS კატეგორია
ფილმი დაფუძნებულია მარგარეტ მიტჩელის პულიცერის პრემიის მფლობელ ბესტსელერ რომანზე "ქარწაღებულნი".
სკარლეტ ო'ჰარა ნამდვილი დრამის დედოფალია - მას შეუძლია შექმნას ალიაქოთი სრულიად არაფრის გამო და გააპროტესტოს ის რაც მისთვის მიუღებელია. ის თავის ოჯახთან ერთად ჯორჯიის შტატში, ტარას პლანტაციების მახლობლად ცხოვრობს, რომელიც მათ ეკუთვნით. სკარლეტი არის ლამაზი, სიცოცხლით სავსე და ამავდროულად ჯიუტი ახალგაზრდა გოგონა. მას თავდავიწყებით უყვარს მამაკაცი სახელად ეშლი, რომელიც აპირებს სხვა ქალზე - მელანიზე დაქორწინებას. იმ წვეულებაზე, რომელიც ეშლის უზარმაზარ სახლში იმართება, სკარლეტი მას სიყვარულში გამოუტყდება, მაგრამ საპასუხოდ იგივეს ვერ მიიღებს. მან არ იცის რომ ამ საუბარს შემთხვევით ერთი ადამიანი - რეტ ბატლერი უსმენს. სწორედ ამ დროს შეხვდება სკარლეტი პირველად იმ მამაკაცს, რომელსაც სრულიად არასიმპათიურად მიიჩნევს და რომელიც მისი ცხოვრების მომავალია. წვეულების დღე არის დღე, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო. ეშლისაგან იმედგაცრუებული სკარლეტი გადაწყვეტს სპონტანურად დათანხმდეს ცოლობაზე ერთ-ერთ ახალგაზრდას... ომი, გლოვა, სიღატაკის წლები, განადგურებული ქალაქები, ქორწინებები, კვლავ სიმდიდრე, ოჯახი, ტრაგედია... ფილმი მიჰყვება სკარლეტის ცხოვრებას წლების განმავლობაში, იმ მომენტიდან, როცა ის ეგოისტურად და გულუბრყვილოდ იქცეოდა - იმ მომენტამდე, როცა ის გაიგებს წარმავალი ცხოვრების ნამდვილ გემოს, მაგრამ ამ დროისათვის უამრავი რამ უკან დარჩება და ბევრი შეცდომის გამოსწორება გვიან იქნება...











© Designed and developed by Beqa Mamukashvili.
(საავტორო უფლებების დარღვევა და სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით)
საიტს მართავს სისტემა uCoz
რეკლამა საიტზე
საიტს მართავს სისტემა uCoz -->