სანამ სან-კაზადორელი დაკარგული ბიჭები და გოგონები სისხლიანი მთვარის დღესასწაულისათვის ემზადებიან, უხუცესი ვამპირი გადაწყვეტს ამ აღვირახსნილი უსაქმურებისგან უკვდავთა არმია შექმნას. მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს კაცობრიობის საბოლოო დამონებას - ვამპირებთან ბრძოლაში სახელგანთქმული ძმები ფროგები. წმიდა წყლის მფრქვევლი ორლულიანი ნაღმმტყორცნებითა და ძლიერი არბალეტებით შეიარაღებული ედგარ და ალან ფროგი მზად არიან დედა უტირონ საზიზღარ სისხლისმწოველებს...