ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სიღრმეში მყოფ წყალქვეშა სადგურზე, მეცნიერების შეცდომის შედეგად საშინელი ეპიდემია იფეთქებს. ვირუსი ადამიანის სისხლში მოხვედრის შემდეგ, მას ზომბად აქცევს. ერთი ნაკაწრიც საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზმში შეუქცევადი მუტაციის პროცესი დაიწყოს. სადგურთან კავშირის დაკარგვის შემდეგ, ხელმძღვანელობა შემთხვევის ადგილას სამაშველო ექსპედიციას გააგზავნის. ადგილზე მისვლისას, ჯარისკაცები აღმოაჩენენ, რომ უზარმაზარი ხომალდი სავსეა საშინელი მუტანტებით. და ახლა მხოლოდ მაშველებზეა დამოკიდებული კაცობრიობის ბედი. თუ ვირუსმა ყინულოვანი სიღრმიდან გამოაღწია , იგი არსებულ სიცოცხლეს გაანადგურებს ...