მაქს მანუსი ოცზე ცოტა მეტი წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ნორვეგიის ოკუპაცია ნატისტებმა მოახდინეს. მაქსი ერთ-ერთი ყველაზე უშიშარი და საზრიანი დივერსანტი გახდა ნორვეგიელ პარტიზანებს შორის. მისი მეთაურობით ახალგაზრდა ბიჭების რაზმი აფეთქებდა გერმანულ ტანკერებს და ოკუპირებული დედაქალაქის ცენტრში შტაბ-ბინებს იპყრობდა. რამდენიმე საშინელი წლის განმავლობაში ომი მაქსის სიცოცხლე იყო - იქ შეხვდა თავის ნამდვილ სიყვარულს, და იქვე დაკარგა საუკეთესო მეგობარი.