1945 წლის ზამთარი. ომი დასასრულს უახლოვდება. ჩრდილოეთის მიყრუებულ სოფელში, გერმანელი ტყვეების ჯგუფი რადიო-შუქურისთვის ანძას აშენებს... სოფლის მცხოვრებლები - ქალები და მოხუცები, რომელთა ქმრები და შვილები იბრძვიან ან დაიღუპნენ ფრონტზე – ტყვეებს გასაგები სიძულვილით ხვდებიან. სრულიად განსხვავებული ადამიანების ურთიერთობების ისტორია, ერთმანეთის მტრების, რომლებმაც საერთო ენა უნდა მოძებნონ, – ეს ფილმი იმის შესახებ მოგვითხრობს, რომ ადამიანს ადამიანად დარჩენა შეუძია მიუხედავად მსოფლიო ისტორიის საბედისწერო ცვლილებებს.