ფილმი მოგვითხრობს მწერალ ლევ ტოლსტოის ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის შესახებ. ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, ცოლთან გაუცხოებული და მტრული დამოკიდებულების ურთიერთობებით დაღლილი, 1910 წლის 28 ოქტომბრის ღამეს, დილის 5 საათზე 39 რუბლით ჯიბეში ლევ ტოლსტოი ჩუმად წავიდა სახლიდან. გზაში გაციებული და ფილტვების ანთებით დაავადებულმა უკანასკნელი თავშესაფარი სადგურ ასტაპოვოზე ჰპოვა.
