მთავარი გვერდი
ქართული კლავიატურა

გამოიწერე სიახლეები
 
ჟანრები
ჩვენი გამოკითხვა
რა ან ვინ გადაარჩენს საქართველოს?

მიმდინარე გამოკითხვის შედეგები შედეგები
ყველა გამოკითხვის არქივი არქივი
სულ უპასუხა: 544
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
რეკლამა
ჩვენი მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
web site analyser //-->

კატეგორია: დრამა
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2011-01-07
RSS კატეგორია
დინების მიმართულებით / A Deriva
80-იანი წლებია და თოთხმეტი წლის ფილიპა არდადეგებს სანაპირო სახლში, ბრაზილიის საკურორტო ქალაქ ბუზიოსში ოჯახთან ერთად ატარებს. როდესაც ფილიპა გრძნობს, რომ მისი მშობლების ურთიერთობა უარესდება, ის მამამისის ოფისში იქექება, სადაც კარადაში დამალულ ფოტოებს აღმოაჩენს, რომლებზეც ის თავის ამერიკელ საყვარელ ანჟელასთან ერთადაა. როდესაც მშობლები - მატიასი და კლარისი ბავშვებს გამოუცხადებენ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ისინი ერთად არ იცხოვრებენ, დაბნეული ფილიპა ჩათვლის, რომ სწორედ ანჟელაა პასუხისმგებელი მათ დაშორებაში და აღმოაჩენს, რომ თავისი მშობლების ქორწინება ტყუილებზეა აგებული...
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: დუბლირებული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2011-01-07
RSS კატეგორია
ღვინის ქურდები / gvinis qurdebi
მწყემსები სავახშმოდ სუფრას მიუსხდებიან და კარგ ღვინოს ინატრებენ. სანდალას სთხოვენ, ბიძამისს, ელიბოს, ცოტაოდენი ღვინო სთხოვოს, სანდალა უარზეა, იცის, ბიძამისი ღვინოს არ გაიმეტებს. მწყემსები ელიბოს მარანში შეიპარებიან. ჭურის თავზე ქეიფს გამართავენ და შექეიფიანებულები სიმღერასაც შემოსძახებენ. სიმღერის ხმაზე გაღვიძებული განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ სტუმართმოყვარეობა თავისას გაიტანს, ელიბოს გული მოულბება, მოქეიფეებს აყვება და მრავალჟამიერს დაუპატიჟებელ სტუმრებთან ერთად დააგუგუნებს ...
 
წაიკითხე სიახლე სრულად


კატეგორია: რომანტიული
დაამატა: GIGITOOO
კომენტარები: (0)
დამატების დრო: 2011-01-07
RSS კატეგორია
პეპლის ფრთების ფრიალი / Le battement d'ailes du papillon
შანსი, სურვილი და პატარა მიზეზების დიდი შედეგები ერთი დღის განმავლობაში მთელ პარიზში ბრუნავს. მაღაზიაში მომუშავე გოგო, რომელიც 1977 წლის 11 მარტსაა დაბადებული, თავის ჰოროსკოპს მეტროში გებულობს: დღეს ის თავის ნამდვილ სიყვარულს შეხვდება, მაგრამ მოთმინება უნდა იქონიოს. სანამ ეს დღე სავსე მთვარის ქვეშ დასრულდება, ოცი ადამიანის ცხოვრება მოულოდნელი და ერთმანეთთან დაკავშირებული გზებით კვეთს დროს: ქალს, რომელსაც ცოლიან კაცთან აქვს ურთიერთობა, ხელში პატარა კენჭი უჭირავს, მოპარული ყავის მადუღარა მეტროსადგურში საეჭვოდ გამოიყურება, ყვითელი საწვიმარი ქურთუკი ვიღაცას აჩუქეს, სალათის ფურცლები ველოსიპედის ინციდენტს იწვევს, ერთი ფოთოლი მატყუარას ააშკარავებს, ალჟირელი ოფიციანტი, რომელიც ასევე 1977 წლის 11 მარტსაა დაბადებული, მაგიდაზე ხოჭოს ხედავს, ხოლო საჰარის უდაბნოდან ჩამოტანილი ქვიშა ჰაერში იფანტება...
 
წაიკითხე სიახლე სრულად


© Designed and developed by Beqa Mamukashvili.
(საავტორო უფლებების დარღვევა და სხვისი საკუთრების მითვისება ისჯება კანონით)
საიტს მართავს სისტემა uCoz
რეკლამა საიტზე
საიტს მართავს სისტემა uCoz -->