სასჯელმოხდილი ყოფილი კორპორაციული რეიდერი გორდონ გეკკო ციხიდან გამოდის ახალ სამყაროში, რომელიც ფინანსური კრიზისის ზღვარზეა. იგი - დინოზავრია, რომლის მეთოდები დიდი ხანია მოძველდა, ხოლო რეპუტაცია ცუდ სამსახურს უწევს. მაგრამ სწორედ მას ირჩევს პარტნიორად ახალგაზრდა ტრეიდერი ჯეიკობ მური, რომელიც გეკოს საქმიან გარიგებას სთავაზობს: იგი მოხუცის ურთიერთობას მოაწყობს ქალიშვილთან, რომელიც 11 წელი ძმის თვითმკვლელობაში სდებდა ბრალს, ის კი ჯეიკობს უშველის ფინანსური კიბის სათავეში მოექცეს.