სერჟ გენსბურგი ყველასთვის ცნობილია, როგორც გენიალური პოეტი, შანსონიე, კინომსახიობი, რეჟისორი და ... ხულიგანი. მის მკლავებში 60-70-80-იანი წლების საფრანგეთი ათობით ულამაზესმა ქალმა გაიარა. იგი კატრინ დენევთან და ჟერარ დეპარდიესთან ერთად თამაშობდა ფილმში, უიტნი ჰიუსტონს პირდაპირ ეთერში აძლევდა უხამს წინადადებას და გაზარდა ულამაზესი ქალიშვილი - შარლოტა, რომელმაც სულ ახლახანს კანში მიიღო პალმის რტო როლისთვის ”ანტიქრისტეში”.