ფილმი მიჰყვება ახალგაზრდა ობოლი ჯოლინის გზას ათი წლის განმავლობაში, როცა ის იძულებულია შტატიდან შტატში იმოგზაუროს, სადაც ელის ბევრი თავგადასავალი, ურთიერთობა და იმედგაცრუება...
15 წლის ჯოლინი დაქორწინდება, მაგრამ თავისი ერთი არასწორი ნაბიჯით ყველაფერს გაანადგურებს. შედეგად ის ქალთა ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდება, სადაც რომანს გააბამს ლესბოსელ დაცვასთან სახელად სინდი, რომელიც ამ დაწესებულებიდან გაქცევაში დაეხმარება. ამის შემდეგ იწყება ცხოვრება გზაზე, მოგზაურობა ქალაქიდან ქალაქში, სიმდიდრე და სიღარიბე, უამრავი თაყვანისმცემელი, კიდევ ორი ქორწინება და ბევრი სხვა რამ...